ახალი ამბები

რუსეთში დე ფაქტო დაწყებულია ძალაუფლების გადაცემის პროცესი – უკრაინის დაზვერვა

27 იანვარი, 2021 • 1628
რუსეთში დე ფაქტო დაწყებულია ძალაუფლების გადაცემის პროცესი – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის საგარეო დაზვერვის ინფორმაციით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რუსეთში დე ფაქტო დაწყებულია ძალაუფლების გადაცემის პერიოდი.

უკრაინული დაზვერვა საინფორმაციო ბიულეტენში, სახელწოდებით „თეთრი წიგნი“ წერს, რომ რუსეთი უკრაინის მთავარ საფრთხედ რჩება მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა იქ ხელისუფლება.

“ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის სულ უფრო შესამჩნევი პრობლემების ფონზე, მისთვის სირთულეს წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურის საჯარო ფუნქციების ფიზიკურად შესრულება — რუსეთში დე ფაქტო დაიწყო ძალაუფლების გადაცემის პერიოდი. ძირითადი სცენარი საშუალოვადიან პერიოდში ითვალისწინებს რუსეთში “პუტინიზმის” სახელმწიფო მოდელის შენარჩუნებას პუტინთან ერთად თუ მის გარეშე”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის საინფორმაციო ბიულეტენში.

მასალების გადაბეჭდვის წესი