ნეტგაზეთი | “დაკონსერვებული საქართველო” – აქცია პარლამენტთან “დაკონსერვებული საქართველო” – აქცია პარლამენტთან – Netgazeti
RU | GE  

“დაკონსერვებული საქართველო” – აქცია პარლამენტთან

“პანდემიასთან ბრძოლა ადეკვატური ნაბიჯებით” – COVID-19-ის თანმდევი რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით მორიგი აქცია პარლამენტთან იმართება.

ადგილზე შეკრებილნი არიან ორგანიზაციის “ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის” წარმომადგენლები და ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეზღუდვებთან დაკავშირებით პოლიტიკას გადახედოს.

“ჩვენი მოთხოვნაა, აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა და მოიხსნას კომენდანტის საათი. თუ არ მოხსნიან, გადაწიონ მაინც, რადგან ადამიანები, ელემენტარულად, სახლში მისვლას ვერ ვასწრებთ. ძალიან ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ მათი მთავარი პრობლემაა უტრანსპორტობა”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თეონა ნახახტეველმა, “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ისმენენ არაერთი მოქალაქის ისტორიას, რომელთათვისაც ტრანსპორტის გაჩერება სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთანაა გადაჯაჭვული. “ამბობენ, რონ ელემენტარულად საჭმლის ფული არ აქვთ და თუ გამონახეს ეს თანხა, ბაზრამდე ვერ მიდიან პროდუქტის შესაძენად, რადგან ტაქსის ფული არ აქვთ”, – დასძენს ის. “ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის” ამავე მოთხოვნებით აქციების გაგრძელებას გეგმავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com