ახალი ამბები

სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა – რა პრიორიტეტები აქვს მოსახლოებას

25 იანვარი, 2021 • 1645
სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა – რა პრიორიტეტები აქვს მოსახლოებას

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობა ყველაზე მნიშველოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს, სიღარიბეს, ფასების ზრდას/ინფლაციას, ტერიტორიულ მთლიანობასა და კორონავირუსს მიიჩნევს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსი პირველი საკითხია, რომელიც 2009 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვენლოვანი საკითხების ტოპ ხუთეულში მოხვდა. 2020 წლის აგვისტოს შემდეგ ეს მაჩვენებელი 3%-დან 16%-მდე გაიზარდა. კვლევის ავტორებმა გამოკითხივსას მოსახლეობას სთხოვეს მაქსიმუმ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის დასახელება.

კვლევის მიხედვით, თბილისში, მოსახლეობის 42% სამუშაო ადგილებს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიიჩნევს. ქალაქში ეს მაჩვენებელი 44%-ის ტოლია, სოფელში კი – 49%-ის. სიღარიბეს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად თბილისში 34% მიიჩნევს, ქალაქში – 40%, სოფელში კი – 36%. ფასების ზრდას/ინფლაციას თბილისში 28% მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, ქალაქში – 30%, სოფელში – 33%. ტერიტორიული მთლიანობა თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 24%-ისთვის არის პრიორიტეტული, ქალაქში – 26%-სთვის, სოფელში – 18%-სთვის.

რაც შეეხება კორონავირუსს, თბილისში მოსახლოების 13% ფიქრობს, რომ ეს საკითხი ყველაზე მნიშვენლოვანია, ქალაქში – 17%, ხოლო სოფელში – 18%.

პარტიების მიხედვით, აღნიშნული საკითხები შემდეგნაირად ნაწილდება:

“ქართული ოცნების” მხარდამჭერთა უმრავლესობა, 40% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია, მას მოჰყვება სიღარიბე 32%-ით, ტერიტორიული მთლიანობა 30%-ით, ფასების ზრდა/ინფლაცია 29%-ით, კორონავირუსი 20%-ით, განათლება კი, 11%-ით.

ოპოზიციის მხარდამჭერების 40%-ის აზრით, სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია. ასევე 40%-ის აზრით სიღარიბეა ყველაზე მნიშვნელოვანი. ფასების ზრდას/ინფლაციას 28% მიიჩნევს პრიორიტეტულად, ტერიტორიულ მთლიანობას- 22%, კორონავირუსს და განათლებას კი- 12-12%.

იმ ადამიანების 51%-ის აზრით, ვისაც პარტია არ დაუსახელებია, ყველაზე მნიშნველოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 39% პრიორიტეტულად მიიჩნევს სიღარიბეს, 32%- ფასების ზრდას/ინფლაციას, 18%- ტერიტორიულ მთლიანობას, 15% -კორონავირუსს, 12% კი, განათლებას.

ეკონომიკური პრობლემების მხრივ 2020 წლის აგვისტოს შემდეგ გამოკითხვაში ჩამოთვილილი პრობლემების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება შეცვლილია. 2020 წლის აგვისტოში გამოკითხულთა 67% მიიჩნევდა, რომ საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობა იყო, ამჟამად ეს მაჩვენებელი 59%-მდეა შემცირებული. თუმცა გაზრდილია ფასების ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებელი. 2020 წლის აგვისტოში აღნიშნულს ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევდა გამოკითხულთა 33%, 2020 წლის დეკემბერში კი- 45%. სიღარიბეს 2020 წლის აგვისტოში 22% თვლიდა ყველაზე დიდ პრობლემად, 2020 წლის დეკემბერში – 28%. ლარის გაუფასურებას აგვისტოში 18% მიიჩნევდა ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად, დეკემბერში -27%.

რაც შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, NDI-ის კვლევაში 2020 წლის აგვისტოს მაჩვენებელი არ არის აღნიშნული, თუმცა დეკემბერში გამოკითხულთა 14% ამბობდა, რომ ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებია. ამასთან, კვლევაში არ არის ნაჩვენები, თუ რამდენი პროცენტი მიიჩნევდა კორონავირუსს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, მაგრამ აგვისტოში ჩატარებლი გამოკითხივს თანახმად, მოსახლეობის 10% ასახელებდა  პასუხად კორონავირუსს.

2020 წლის აგვისტოს მაჩვენებლით, მოსახლეობის 20% თვლიდა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა დაბალი ხელფასები იყო, დეკემბერში კი იგივე უპასუხა გამოკითხულთა 11%-მა. საზღვრების ჩაკეტვა 2020 წლის აგვისტოშიც და დეკემბერშიც გამოკითხულთა 6-6%-მა დაასახელა.

ასევე, NDI-ის კველვის მიხედვით, 2020 წლის ივნისთან შედარებით აგვისტოში 7%-ით გაიზარდა იმ ადამიანების მაჩვენებელი, ვინც თავს უმუშევრად მიიჩნევს. ივნისში აღნიშნული მაჩვენებელი 17% იყო, აგვისტოში კი 24% გახდა, რაც დეკემბრის გამოკითხვის იდენტური მაჩვენებელია.

ამასთან, შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს ნახევარ ან სრულ განაკვეთზე დასაქმებულად მიიჩნევდა. 2020 წლის ივნისში გამოკითხულთა 33%-მა უპასუხა, რომ ის მუშაობდა ნახევარ ან სრულ განაკვეთზე, აგვისტოში- 31%-მა, დეკემბერში კი -29%-მა.

ასევე შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობაც, ვინც თავს თვითდასაქმებულად თვლიდა. 2020 წლის ივნისში ეს მაჩნეველი 18%-ის ტოლი იყო, აგვისტოში- 15%-ის, დეკემბერში კი- 14%-ის.

2020 წლის ივნისში და აგვისტოში გამოკითხულთა 12-12% ამბობდა, რომ იყო დიასახლისი და არ მუშაობდა, 2020 წლის დეკემბერში კი იგივე პასუხი გასცა 14%-მა. რაც შეეხება პენსიონერებს, ეს მაჩვენებელი 2020 წლის ივნისში, აგვისტოში და დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად უცვლელად, 15%-ს უტოლდება.

ასევე, კვლევის ავტორებმა მოსახლეობას ჰკითხეს, თუ როგორია მათი და მათი ოჯახის მდგომაროება 2016 წლის შემდეგ, ყველაფრის გათვალისწინებით. გამოკითხულთა 23%-მა უპასუხა, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, 32-ს თქმით, მათი მდგომარეობა გაუარესდა, 45% კი თვლის, რომ მათი და მათი ოჯახის მდგომარება არ შეცვლილა.


დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი