ახალი ამბები

“ადამიანზე უკნიდან მიპარვა და ნაგვის დაყრა ლაჩრობაა” – სამადაშვილი კრიტიკას პასუხობს

24 იანვარი, 2021 • 1874
“ადამიანზე უკნიდან მიპარვა და ნაგვის დაყრა ლაჩრობაა” – სამადაშვილი კრიტიკას პასუხობს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება 23 იანვარს, ბათუმში აქტივისტების მიერ უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე ნაგვის დაყრის ფაქტს და ამბობს, რომ ბრბოს მართლმსაჯულების ლოგიკას არასდროს გაამართლებს.

სამადაშვილმა თავდაპირველ გამოხმაურებაში ამაზრზენი უწოდა ბათუმში მომხდარ ფაქტს და სამარცხვინო — ადამიანებს, რომლებიც პროტესტის აღნიშულ ფორმას ამართლებენ. სამადაშვილის შეფასებას სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი მხარდამჭერის მხრიდან. ისინი მიიჩნევენ, რომ სამადაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი.

სალომე სამადაშვილის თქმით, “გასაოცარია, განცხადებამ, რომ ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა მიუღებელია, მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია”.

“ამიტომ მათთვის, ვინც ვერ გაიგო, ითხოვს, რომ ბოდიში მოვიხადო და ა.შ. კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი-არასდროს, არანაირ ვითარებაში და არავისთვის, თავზე ნაგვის დაყრას არა აქვს გამართლება. არ არსებობს “მაგრამ”, არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ამართლებს ადამიანზე ძალადობას და მისი ღირსების შელახვას, მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ ამ ადამიანზე ან მის საქციელზე. ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არაა გმირობა, ლაჩრობაა. “არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას იმსახურებს”, – აბრაჰამ ლინკოლნი. ადამიანებისთვის თავზე ნაგვის დაყრა, სწორედ ბრბოს მართლმსაჯულების ლოგიკიდანაა. ამიტომ არასოდეს, არავისთან მიმართებაში და არსად გავამართლებ”, – წერს სამადაშვილი.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრა “ნაციონალური მოძრაობიდან” ცალსახად დაგმეს სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ. პარტიის სხვა ლიდერების შეფასებით, ეს ფაქტი მოსაწონი არა, თუმცა გასაგებია.

არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა

მაგრამ…

Posted by Nika Melia on Saturday, 23 January 2021

ჩემო ძვირფასო მეგობრებო და კოლეგა პოლიტიკოსებო, არ მომწონს და არავის მოვუწოდებ იგივე გააკეთოს რაც დღეს ბათუმში მოხდა,…

Posted by Giorgi Baramidze on Saturday, 23 January 2021

https://batumelebi.netgazeti.ge/news/324258/

23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

ბულვარის დასაცავად „ბათომის“ მიერ ორგანიზებულ აქცია ირაკლი ჩავლეიშვილმა პოლიციის თანხლებით დატოვა, თუმცა მას „ალტერნატივას“ აქტივისტები ევროპის მოედნამდე გაჰყვნენ და ერთ-ერთმა მათგანმა მას ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი გადააყარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი