ახალი ამბები

ძაღლი, რომელიც პატრონს საავადმყოფოსთან დღეები ელოდებოდა

22 იანვარი, 2021 • 1023
ძაღლი, რომელიც პატრონს საავადმყოფოსთან დღეები ელოდებოდა

თურქეთის ქალაქ ტრაბზონში პატარა თეთრი ძაღლი, სახელად ბონჯუკი [თურქ. მარცვალი] პატრონს საავადმყოფოსთან დღეების განმავლობაში ელოდებოდა.

ძაღლის ისტორიას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.

14 იანვარს ძაღლის პატრონი, ჯემალ სენთურქი სასწრაფომ ტრაბზონის საავადმყოფოში გადაიყვანა, სასწრაფო ბრიგადას თან ძაღლიც გაჰყვა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ბონჯუკი საავადმყოფოსთან ყოველდღე მიდიოდა და პატრონის მოლოდინში გვიანობამდე რჩებოდა.

ოთხშაბათს ბონჯუკის პატრონი საავადმყოფოდან გაწერეს.

„ძალიან მომეჩვია. და მეც მუდამ მენატრებოდა“ ,- თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი