ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

საჭესთან მოწევის აკრძალვა – სომხეთში კანონი საბოლოო მოსმენით მიიღეს

20 იანვარი, 2021 • 2291
საჭესთან მოწევის აკრძალვა – სომხეთში კანონი საბოლოო მოსმენით მიიღეს

საკუთარი ავტომობილის საჭესთან სიგარეტის მოწევა [მათ შორის ელექტრო] სომხეთში კანონდარღვევად გამოცხადდა. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ქვეყნის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით დღეს, 20 იანვარს 82 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.

კანონდარღვევა ითვალისწინებს 0.5 საჯარიმო ქულის [წელიწადში მძღოლს სულ 9 ქულა ენიჭება]  დაკლებას, ასევე – ჯარიმას 7000 ათასი დრამის [დაახლოებით, 45 ლარი] ოდენობით.

აქამდე სომხეთში მოწევა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს ეკრძალებოდათ.

გარდა ამისა, ახალი რეგულაციების შესაბამისად, კანონდარღვევად განისაზღვრა გარე განათებისა და ხმოვანი სიგნალების გამოყენების წესის დარღვევა, რაც ერთი წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი