ახალი ამბები

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მე-2 ვადით აირჩიეს

19 იანვარი, 2021 • 1567
ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მე-2 ვადით აირჩიეს

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მეორე ვადით აირჩია.

საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ   გაეროს გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად მეორე ვადით (2022-2025 წწ)  წარუდგინა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესია, სადაც მოხდა საბჭოს მიერ გენერალური მდივნის კანდიდატის არჩევა მიმდინარე წლის 19 იანვარს მადრიდში გაიმართა. ახლად შერჩეული გენერალური მდივნის დამტკიცება 2021 წლის მეორე ნახევარში გენერალური ასამბლეის სესიაზე მოხდება.

ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა მადრიდში გაიმართა. პირველი ვადით პოლოლიკაშვილი აღნიშნულ პოსტზე 2017 წელს აირჩიეს.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ტურიზმის განვითარებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი