„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, 19 იანვარს გურიაში, ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა.
მოქალაქე შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა.
შსს-ში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.
ეს მუხლი გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მუხლი 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გარეკანის ფოტო: „ნეტგაზეთის“ არქივიდან