ახალი ამბები

ჩვენი ხელისუფლების თანამდებობის პირები ახალ კოალიციურ მთავრობაში არ უნდა იყვნენ — უგულავა

19 იანვარი, 2021 • 832
ჩვენი ხელისუფლების თანამდებობის პირები ახალ კოალიციურ მთავრობაში არ უნდა იყვნენ — უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ახლა მთავარია, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიცია მომზადადებული იყოს და სამოქმედო გეგმა გაწერილი ჰქონდეს.

ამ გეგმის ერთ-ერთ ნაწილად უგულავა კოალიციური მთავრობის სტრუქტურირებას ასახელებს და ამბობს, რომ აღმასრულებელ კოალიციურ მთავრობაში არ უნდა იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროინდელი თანამდებობის პირები.

“ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს. ვთქვათ, 3 თვეში, 4 თვეში, 1 წელიწადში… დაინიშნა რიგგარაშე არჩევნები,  რას ვაკეთებთ ოპოზიცია? რა დასკვნა გამოვიტანეთ ჩვენი პრობლემებიდან, რაც ჩვენი მოსაგვარებელია და ამაში ივანიშვილი ვერ დაგვეხმარება. მაგალითად, თუ იქნება ისევ 30 მაჟორიტარი, ვჯერდებით თუ არა 30 მაჟორიტარზე? როგორ წარმოგვიდგენია კოალიციური  მთავრობა? ვინ არ შეიძლება იყოს კოალიციურ მთავრობაში? — ეს ყველაფერი არის გასაწერი.

მაგალითად, მე ვიხრები იქითკენ და ეს მეც მეხება, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს უმაღლესი თანამდებობის პირები აღმასრულებელ კოალიციურ მთავრობაში არ უნდა იყვნენ. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ”, — განაცხადა უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი