დმანისთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პირველადი ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ, 18 იანვარს, მოხდა.