ახალი ამბები

ბრალდებულმა მკვლელობის შემდეგ ბინაში ხანძარი გააჩინა — შსს

17 იანვარი, 2021 • 648
ბრალდებულმა მკვლელობის შემდეგ ბინაში ხანძარი გააჩინა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავებას ბრალდებული, რომელმაც მსხვერპლი ჯერ მოკლა, შემდეგ კი ბინაში ხანძარი გააჩინა და მიიმალა. შემთხვევიდან მალევე დააკავეს 1998 წელს დაბადებული ბრალდებილი რ.პ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, მათ გამოძახება ხანძართან დაკავშირებით მიიღეს, ადგილზე მისულებს კი დანით მოკლული 1983 წელს დაბადებული ვ.ვ. დახვდათ, რომელსაც დაზიანებები ვიზუალური დათვალიერებით ეტყობოდა.

პოლიციამ ბრალდებული რამდენიმე საათში ზუგდიდში დააკავა. სამართალდამცავი უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი