ახალი ამბები | , ,

ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი და კაცია — ივანიშვილი

13 იანვარი, 2021 | | 1390
ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი და კაცია — ივანიშვილი

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე ღირსეულად მოიქცა, მან “ვალი მოიხადა და კაცია”. ამის შესახებ ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილს არცერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი ხელს არ ჩამოართმევს.

“რომელ ქვეყანას გაიხსენებთ მსგავსს: პრეზიდენტი რამდენიმე საქმეში მსჯავრდებული დევნაშია, მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი,თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი… დამისახელეთ ქვეყანა, თუ ასეთი თანამდებობის პირები დასჯილან. ამ დროს დემოკრატიის მიმართულებით მთელი ევროპა ტაშს უკრავს დღეს “ქართულ ოცნებას”. ეს არის პირველ რიგში ჩემი დამსახურება “ქართულ ოცნებასთან” ერთად. ეს არის ის, რითაც შემიძლია ვიტრაბახო. ეს მოვახერხეთ ჩვენ.

აბა, ნახეთ ამ კაცის რეალური სახე დღეს — თუ არ გახდა შალიკოს ტყუპისცალი, რომელიც რასაც გინდა იმას იტყვის. აბსოლუტურად ნიღაბმოხსნილია. ყველა წელიწადს გაუგებრად იქაჩება, რომ ჩამოვალ… გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი და კაცია, გამოვიდა”, — განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი