ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა პოსტი დატოვოს”აჯანყების წაქეზებისათვის”, დემოკრატიული პარტიის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტის მუხლის გამო. ინფორმაციას the Guardian ავრცელებს.
ტრამპის მმართველობიდან ჩამოშორებას დემოკრატიული პარტია და რამდენიმე რესპუბლიკელი პოლიტიკოსი ამერიკის შეერთებული შტატების 25-ე შესწორების საფუძველზე ცდილობდნენ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი საკუთარი მოვალეობების შესრულებას აბარებს ვიცე-პრეზიდენტს, რადგან თავად ქმედითუუნაროა, თუმცა აღნიშნული ინიციატივა რესპუბლიკელებმა დაბლოკეს.
ამის შემდე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ტრამპს ბრალი დასდეს “დანაშაულში ჩართულობისა და გადაცდომებისთვის, რამაც გამოიწვია ძალადობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წინააღმდეგ”, რაც ტრამპის მიერ ინაუგურაციის დროს დადებული ფიცის დარღვევად მიიჩნიეს.
იმპიჩმენტის მოთხოვნის ტექსტში ნახსენებია ამერიკის კონსტიტუციის მე-14 შესწორება, რომლის მიხედვითაც, “ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ აჯანყებაში ჩართული ნებისმიერ პირს ეკრძალება მომავალში ხელისუფლების რაიმე თანამდებობის დაკავება”. დემოკრატების განცხადებით, სწორედ ტრამპის ინიცირებული იყო სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა.
ტრამპის საბოლოო იმპიჩენტისათვის საჭიროა სენატის მხარდაჭერაც.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტი 2020 წლის თებერვალშიც დაიწყო, თუმცა საბოლოოდ, სენატის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტი ტრამპი გამართლდა. მაშინ ძალაუფლების უკანონო გამოყენება და კონგრესის საქმიანობაში ხელშეშლა ედებოდა ბრალად.
თავდაპირველად თავად ტრამპმა მოუწოდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ კაპიტოლიუმის შენობის წინ პროტესტი გამოეხატათ, “ებრძოლათ ჯოჯოხეთურად”, რადგან, მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა და მას გამარჯვება მოჰპარეს.
მოგვიანებით, კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, ტრამპმა ახალი მიმართვა გაავრცელა, სადაც საკუთარ მხარდამჭერებს საკუთარ სახლებში დაბრუნება სთხოვა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაინც მზადაა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის.
Facebook-მა, Twitter-მა, SnapChat-მა და Instagram-მა დონალდ ტრამპის სოციალური მედიის ანგარიშები დროებით დაბლოკეს ან სრულიად წაშალეს.