ახალი ამბები

“ჩვენ მისი მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ” — სააკაშვილი ივანიშვილზე

11 იანვარი, 2021 • 1048
“ჩვენ მისი მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ” — სააკაშვილი ივანიშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოებამ მისი “მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია მოიცვალა”.

სააკაშვილის თქმით, ივანიშილს და “ქართულ ოცნებას” მოუწევთ ხელისუფლების  ოპოზიციური კოალიციისთვის გადაცემა.

“რამდენჯერ უნდა ჩაგვთვალოს ამ მართლაც ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არ ჰყავს საზოგადოება  და არ გააჩნია შეფასების  და ანალიზის უნარი[…]

ხელისუფლების გადაცემა მოუხდება ოპოზიციური კოალიციისთვის, მას მოუხდება ქართველი ხალხის ჯიბეებიდან ამოღებული ქონების მართლა დაბრუნება ქართველი ხალხისთვის[…] საქართველოს ეკონომიკა არის განადგურებული, ქართული ოჯახები არის ფეხქვეშ გათელილი და ეს სამართლიანობა უნდა აღდგეს. ეს ასე მოხდება. ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ”, — განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც იგი აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ ტოვებს საჯარო პოლიტიკას და უბრუნდება “2011 წლამდე არსებულ კერძო ცხოვრების წესს”.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი