ახალი ამბები

“ოცნებაში” ივანიშვილს დროებით კალაძე ჩაანაცვლებს

11 იანვარი, 2021 • 1044
“ოცნებაში” ივანიშვილს დროებით კალაძე ჩაანაცვლებს

„ქართული ოცნების“ წესდების მიხედვით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კახა კალაძე იქნება პარტიის დროებითი თავმჯდომარე.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც თქვა, რომ პარტიასა და პოლიტიკას ტოვებს. 

პარტიის წესდებაში ნათქვამია, რომ თავმჯდომარე პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი თანამდებობის პირია და ყრილობა მას 4 წლის ვადით ირჩევს. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ თავმჯდომარის წასვლის შემთხვევაში, მის ადგილს პარტიის გენერალური მდივანი – ამ შემთხვევაში, კახა კალაძე დაიკავებს. 

„პარტიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილების ვადის გასვლის, გადადგომის ან პარტიის წევრობის შეწყვეტის მომენტიდან. პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს პარტიის გენერალური მდივანი,“.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი