ახალი ამბები

ხარაგაულში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ — შსს

10 იანვარი, 2021 • 1056
ხარაგაულში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ — შსს

ხარაგაულში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 9 იანვარს, ხარაგაულის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს ჭრილობა მიაყენა. მათივე ცნობით, დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. მათივე განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი