ახალი ამბები

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი გახდა

8 იანვარი, 2021 • 1248
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი გახდა

Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მას შემდეგ გახდა, რაც Tesla-ს აქციების ფასი ბოლო კვირის განმავლობაში გაიზარდა.

მასკმა ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსში ჩამოიტოვა აქამდე უმდიდრესი ადამიანი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი.

ამ დროისთვის ილონ მასკის მთლიანი აქტივების ღირებულება 195 მილიარდი დოლარია, რაც 10 მილიარდით აჭარბებს ბეზოსის აქტივებს.

New York Times-ის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მასკის ქონების ღირებულება 150 მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარით გაიზარდა, რაც ისევ საავტომობილო კომპანია Tesla-ს აქციებზე გასულ წელს ფასების 743-პროცენტიან ზრდას უკავშირდება.


Tesla ელექტრომობილებს აწარმოებს. კომპანიამ გასულ წელს დაახლოებით 500 000 მანქანა გამოუშვა და გაყიდვები 36%-ით გაზარდა. მასკის მეორე კომპნაია SpaceX დამოუკიდებელ კოსმოსურ ფრენებს ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი