ახალი ამბები

სააკაშვილმა მოგვისმინა – სენატორი შაჰინი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე

7 იანვარი, 2021 • 1276
სააკაშვილმა მოგვისმინა – სენატორი შაჰინი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე

ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, სენატორმა ჯინ შაჰინმა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოს 2012 წლის მაგალითი გაიხსენა:

“ხენატის ბევრი წევრის მსგავსად, მსოფლიოს გარშემო ბევრ განვითარებად ქვეყანაში ვყოფილვარ – ავღანეთში, ერაყში, დასავლეთ ბალკანეთში, აფრიკაში, საქართველოში.

იქ 2012 წელს ჩემს კოლეგა სენატორ რიშთან ერთად ჩავედი სენატის სახელით არჩევნებზე დასაკვირვებლად. არჩევნები ტარდებოდა მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართული ოცნების” პარტიას შორის, რომელიც ოლიგარქი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლად ჩამოყალიბებული პარტია იყო.

ეს იყო ბრძოლა პარლამენტისთვის და მთავრობის კონტროლისთვის. არჩევნების დღეს სენატორი რიში და მე რამდენიმე საარჩევნო უბანს ვეწვიეთ და ჩვენ დავეთანხმეთ საერთაშორისო შეფასებებს, რომ არჩევნებმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაიარა და არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. მაგრამ ქვეყანაში შიშობდნენ, რომ სააკაშვილი ძალაუფლებას არ დათმობდა, რაც ძალადობაში გადაიზრდებოდა და ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ახალბედა დემოკრატიულ რეფორმებს დაასრულებდა.

არჩევნების შემდეგ, მე და სენატორი რიში პრეზიდენტ სააკაშვილთან მივედით, რათა  გვესაუბრა მასთან და ხელისუფლებაში დარჩენის სურვილისგან გადარწმუნება გვეცადა. ცხადად მახსოვს მასთან მისვლა, როგორ დავსხედით და ვისაუბრეთ დემოკრატიის ღირებულებაზე. ვუთხარით, რომ მან ბოლო 8 წელი ძალიან ბევრი იშრომა და დემოკრატიის სიდიადე სწორედ იმაში იყო, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების შედეგად უნდა გადაებარებინა ადამინისთვის, რომელიც ამომრჩევლებმა აირჩიეს. პრეზიდენმა სააკაშვილმა მოგვისმინა და თანამდებობა მშვიდობიანად დატოვა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი