საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება” ავრცელებს.
საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელიც 40 წელია, რაც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.
როგორც საფრანგეთის მთავრობის განკარგულების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „წელს ეს ჯილდო, მათ შორის, იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“. ივანიშვილთან ერთად ჯილდო კიდევ რამდენიმე ათეულ ადამიანს გადაეცა
საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტის ბრძანებით ადამიანებს სხვადასხვა მიღწევისთვის გადაეცემათ.