ახალი ამბები

ყაზახეთს ტერიტორია რუსეთისგან არ მიუღია საჩუქრად | ყაზახეთის პრეზიდენტი

5 იანვარი, 2021 • 2786
ყაზახეთს ტერიტორია რუსეთისგან არ მიუღია საჩუქრად | ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი რუსი კანონმდებლების მიერ გასული თვის განმავლობაში გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება, სადაც ყაზახეთის თანამედროვე ტერიტორია რუსეთის მიერ “ნაჩუქარია” და აცხადებს, რომ ამგვარი “პროვოკაციული” განცხადებები ყაზახეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაფუჭებას ემსახურება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

“გარედან არავის მიუცია ყაზახეთისთვის ეს დიდი ტერიტორია, როგორც საჩუქარი”, – ნათქვამია სამთავრობო გაზეთში თოყაევის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

გასულ თვეში სახელმწიფო დუმას ქვედა პალატის ორმა წევრმა, ვიაჩესლავ ნიკოლოვმა და ევგენი ფედოროვმა ყაზახეთის ახლანდელი ტერიტორია რუსეთის მიერ ნაჩუქარ მიწად მოიხსენიეს. მანამდე, 2014 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ “ყაზახეთს არასდროს ჰქონია სახელმწიფოებრიობა საბჭოთა კავშირის დანგრევამდე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი