ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყეტილება მიიღეს

5 იანვარი, 2021 • 1317
გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყეტილება მიიღეს

გალის რაიონის რამდენიმე სოფელში, ზემო-ბარგებში, სიდასა და რეპო-ეწერში, ტყეში გაჩენილი ხანძრების გამო დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრმა ლევ კვიცინიამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა „ეხოკავკაზა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

არსებული ცნობებით, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა. ხანძრის კერებმა დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწია.

„ყველა შესაბამისი სამსახურის სწრაფი რეაგირებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად, ხანძარი სახლებსა და ხის შენობებს მოედო”, – იუწყება ადგილობრივი მედია.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების ფართობი და მასშტაბები ამ დროისთვის ზუსტდება.

ხანძრის კერებია დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთშიც. ხანძრის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

ფოტო გარეკანზე: გალი TV


4 დეკემბრიდან საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე [მათ შორის გალშიც], იმერეთსა და შიდა ქართლში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წ-შიც კი იყოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი