ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ხის საამქროს ცეცხლი უკიდია.
როგორც ნეტგზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 7 ეკიპაჟი და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.