ახალი ამბები

თბილისში 2 ავტომობილი დაიწვა

1 იანვარი, 2021 • 1636
თბილისში 2 ავტომობილი დაიწვა

თბილისში, კედიას ქუჩაზე, ორი ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევა პირველ იანვარს, გამთენიისას მოხდა.

“TV პირველის” ინფორმაციით, ადგილობრივებმა ცეცხლის ჩაქრობა ჯერ საკუთარი ძალებით სცადეს, შემდეგ კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარეკეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ფოტოები: სქრინი “TV პირველის” ჩართვიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი