ნეტგაზეთი | შემოსავლების სამსახურმა წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა შემოსავლების სამსახურმა წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა – Netgazeti
RU | GE  

შემოსავლების სამსახურმა წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ  უწყების 92  წარმატებული თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.  

,,ჩემთვის დიდი პატივია ჩემს კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მივიღო დაჯილდოების  ცერემონიაში. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით  შევძელით წარმატებით დაგვესრულებინა საქართველოსთვის ნამდვილად ურთულესი 2020 წელი და მნიშვნელოვანი შედეგებისთვის მიგვეღწია. COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა არნახული გამოწვევების წინაშე დააყენა. ცხადია, არც საქართველო დარჩენილა მოვლენების მიღმა.

მთავრობის მიერ მიღებულმა ანტიკრიზისულმა ზომებმა საგრძნობლად შეარბილა და შეამსუბუქა კრიზისის დარტყმა. სხვადასხვა სახის ფინანსური ვალდებულებების გადავადება, სუბსიდირება, სოციალური დახმარებები, სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით საგადასახადო შეღავათები, სწორედ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებია. დამდეგ 2021 წელს, ახალი შედეგების მისაღწევად, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და ამაში თითოეული თქვენგანის დახმარება გვჭირდება.  გულითად მადლობას გიხდით თქვენი საქმის ერთგულებისთვის,  იმ პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველას, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც მკურნალობის კურსს გადის“, -აღნიშნა ლევან კაკავამ.

შემოსავლების სამსახურში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები მამუკა ბარათაშვილი, ირაკლი შარტავა და  ვლადიმერ ხუნდაძე ესწრებოდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი