ახალი ამბები

გორში ტანსაცმლის ბაზრობა იწვის

30 დეკემბერი, 2020 • 1214
გორში ტანსაცმლის ბაზრობა იწვის

გორში, წმინდა წყალზე, ტანსაცმლის ბაზრობას ცეცხლი უკიდია.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 12 ეკიპაჟია მობილიზებული და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოტო: სქრინი qartli.ge-ის ფეისბუქ ლაივიდან

“ეკიპაჟებიდან ნაწილი ადგილზეა, ნაწილი მიემგზავრება”, – ამბობენ პრესსამსახურში.

ამ დროისთვის დაშავებულებზე  ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.

გარეკნის ფოტო: შოთა კუთხაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი