“ქართული ოცნების” წევრი ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღები ყველა ბავშვისთვის უფასო არ უნდა იყოს და ეს მშობლების შემოსავლებზე  უნდა იყოს მიბმული. ამის შესახებ მან დღეს, 30 დეკემბერს, განაცხადა,

მისი თქმით, დეპუტატის და სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილიც ბიუჯეტიდან თანაბრად არ უნდა სარგებლობდნენ.

“ყველაფერს სჭირდება ბიუჯეტი. მე ვსვამ კითხვას, რატომ არ ხდება დიფერენცირება, რომ საბავშვო ბაღში ყველა ბავშვის აღზრდისა და ყოფნის პროცესი არ იყოს უფასო და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავლებზე მიბმული? რატომ ხდება, რომ ჩემი შვილიც და სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილიც ერთდროულად უნდა სარგებლობდეს ბიუჯეტიდან? ხომ შეიძლება, რაღაც ფორმის დიფერენცირება გაკეთდეს, უფასო საბავშვო ბაღი ძალიან კარგია, მაგრამ, როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს, ანტიკრიზისული ბიუჯეტი გვაქვს და აღდგენითი ბიუჯეტი გვაქვს, რატომ არ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ დამატებითი შემოსავლები არსებობდეს, რომელიც არც ავტორიზაციის ვადის გადაწევის აუცილებლობის წინაშე დაგვაყენებს და ძალიან ბევრ პრობლემას შცვლის”, — განაცხადა ზავრადაშვილმა.