ახალი ამბები

თურქეთში ტრანზიტით შესვლის წესიც შეიცვალა

30 დეკემბერი, 2020 • 4260
თურქეთში ტრანზიტით შესვლის წესიც შეიცვალა

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთში საჰაერო და სახმელეთო გზებით შესვლისა და ტრანზიტის წესი შეიცვალა და მოქალაქეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

“2020 წლის 30 დეკემბრიდან, თურქეთში შემოსვლის მსურველმა და თურქეთის გავლით, ტრანზიტით მიმავალმა მგზავრებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა. ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, არ მიეცემათ ფრენის საშუალება. 6 წელზე ქვემოთ მგზავრებისთვის სავალდებულო არ არის ამგვარი ცნობის წარდგენა”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩოს განცხადებით, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ან საკონსულოების ცხელ ხაზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი