ახალი ამბები

პანდემიისას საქართველომ ყველაზე დიდი დახმარება EU-სგან მიიღო

29 დეკემბერი, 2020 • 1456
პანდემიისას საქართველომ ყველაზე დიდი დახმარება EU-სგან მიიღო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, covid-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად უწყებამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარების მობილიზება შეძლო.

ყველაზე დიდი მოცულობის ფინანსური დახმარება საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო.

კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად საქართველოს მიერ მიღებული საერთაშორისო დახმარების სტატისტიკა ასეთია:

  • ევროკავშირი – 430 მილიონ ევრომდე დახმარება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში;
  • აშშ/USAID – 14 367 875 აშშ დოლარი, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისთვის 3 000 000 აშშ დოლარი;
  • ევროპის ქვეყნები (ავსტრია, ბულგარეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, შვეიცარია, ჩეხეთი) – ფინანსური და ჰუმანიტარული სახის დახმარებები;
  • გაერო – „COVID-19-ის საპასუხო და აღდგენის ფონდიდან” 1 მილიონი აშშ დოლარი;
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა – 55 ათასი ტონა სამედიცინო პროდუქცია;
  • იაპონია – 300 000 000 იაპონური იენის (2.8 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების ანტივირუსული პრეპარატი ავიგანი;
  • კორეის რესპუბლიკა – 400 000 აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება, პანდემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურა და ტექნიკა;
  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) – სწრაფი სადიაგნოსტიკო აღჭურვილობები და 10,2 მილიონი ევრო;
    • აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკები – სხვადასხვა სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი