ახალი ამბები

“ნემსი” ცაზე: გერმანელი პილოტის რეაქცია ვაქცინაციის დაწყებაზე

27 დეკემბერი, 2020 • 737
“ნემსი” ცაზე: გერმანელი პილოტის რეაქცია ვაქცინაციის დაწყებაზე

20 წლის გერმანელმა პილოტმა, სემი კრამერმა გერმანიის თავზე 200 კილომეტრი იფრინა და GPC-ის დახმარებით ნემსი “დახატა”. Reuters-ის ცნობით, კრამერმა ასე აღნიშნა ევროპაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწყებული ვაქცინაციის პროცესი.

“ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ჩემი ქმედება შესაძლოა მათთვის შეხსენბად იქცეს, რომ დაფიქრდნენ ამ საკითხზე. შესაძლოა ეს იყოს მხიარულების ნიშანიც, რადგან პანდემიის პირობებში ავიაციის ინდუსტრია ძალიან დაზარალდა”, – განუცხადა კრამერმა Reuters TV-ს.

ევროკავშირის ქვეყნებში და მათ შორის გერმანიაშიც დღეს, 27 დეკემბერს საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო. გერმანიის მთავრობა გეგმავს, რომ 2020 წლის ბოლომდე ვაქცინის 1.3 მილიონზე მეტი დოზა შეიტანოს ქვეყანაში, იანვრიდან კი კვირაში 700 000.

მასალების გადაბეჭდვის წესი