87 წლის ასაკში ცნობილი ტელეწამყვანი, ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ “მთავარი არხის” დირექტორმა და ოჯახის ახლომებმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანახმად, ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს პირველ არხზე 1958 წლიდან მუშაობდა. თავდაპირველად დიქტორად, შემდეგ კომენტატორად და პროგრამების ხელმძღვანელად. ასევე იყო სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური და ხელოვნების სხვადასხვა დარგისადმი მიძღვნილი გადაცემების წამყვანი და ტელეგადაცემების ავტორი.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.