ახალი ამბები

უნდა წარადგინოთ PCR ტესტის პასუხი – თურქეთში შესვლი წესი იცვლება

25 დეკემბერი, 2020 • 2031
უნდა წარადგინოთ PCR ტესტის პასუხი – თურქეთში შესვლი წესი იცვლება

თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლის წესი იცვლება. 28 დეკემბრიდან, საზღვრის კვეთისას მოქალაქეებმა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.

„2020 წლის 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა“, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

ამასთანავე, საელჩო ამბობს, რომ ის პირები, რომლებიც ვერ წარადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მიერ საზღვრის კვეთისას მითითებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და სხვა), ხოლო იმ პირებს, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაცის შესაძლებლობა, გადაიყვანენ ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურების მიერ გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში.

??საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში,…

Posted by საქართველოს საელჩო თურქეთში/Gürcistan Ankara Büyükelçiliği on Friday, 25 December 2020

„თვითიზოლაციის/კარანტინის ვადა დასრულებულად ჩაითვლება იზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

იმ მოქალაქეებს, რომელთაც თვითიზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის შედეგად დაუდასტურდებათ ვირუსი, ჩაუტარდებათ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ COVID-19 პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მკურნალობა“, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი