ახალი ამბები

საკრებულომ თბილისის 1.1-მილიარდიანი ბიუჯეტი დაამტკიცა

25 დეკემბერი, 2020 • 1225
საკრებულომ თბილისის 1.1-მილიარდიანი ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრბეულომ, დღეს, 25 დეკემბერს, ქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა. მერიის ინფომრაციით, ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1.1 მილიარდი ლარზე მეტი იქნება.

„დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში 50 მილიონი ლარი დაემატება. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ბიუჯეტზე საუბრისას ჟურნალისტებთან განმარტა, 2021 წელი ის წელი იქნება, რა დროსაც – „ნეგატიური ეკონომიკური მოვლენები საბიუჯეტო შემოსავლებისთვის ისევ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი“.

თბილისის მერია იუწყება, რომ 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება, მათ შორის, საბინაო მიმართულებით, დაახლოებით, 60 მლნ ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია 425 მლნ ლარი.

„მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა ბაგები- უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე, ახალი პარკი ვარკეთილის ხევში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყოფა“, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი