ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი მოქალაქეებს მიმართავს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებზე ინფორმაცია მიაწოდონ

25 დეკემბერი, 2020 • 814
ცხინვალი მოქალაქეებს მიმართავს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებზე ინფორმაცია მიაწოდონ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო დაზვერვის სამსახური მიმართავს თანამოქალაქეებს, ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ  ფაქტზე, რომელიც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს.

“სამხრეთ კავკასიის რეგიონში არასტაბილური სიტუაციის გათვალისწინებით, ვთხოვთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ წინდახედულობა და გვაცნობონ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან რესპუბლიკის მიმართ საფრთხის შემცველი ფაქტორების შესახებ”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელსაც სააგენტო “რესი” ავრცელებს.

აქვე ნათქვამია, რომ მოქალაქეებს ანონიმურად დარჩენის გარანტიას აძლევენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი