კახეთის პოლიციამ არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დააკავა 3 პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ა. 1991 წელს დაბადებული რ.ო. და 1995 წელს დაბადებული ა.ა.
შსს-ს ცნობით, “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ა.ა-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას, 2004 წელს დაბადებულ ფ.ა-ს”.
რამდენიმედღიანი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი დაადგინა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
