ახალი ამბები

25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით ავტომობილები ბასლეინზე მოძრაობისთვის არ დაჯარიმდებიან

24 დეკემბერი, 2020 • 1456
25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით ავტომობილები ბასლეინზე მოძრაობისთვის არ დაჯარიმდებიან

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილები ე.წ. ბასლეინზე მოძრაობისთვის არ დაჯარიმდებიან. როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება გაზრდილი საავტომობილო ნაკადების გამო მიიღეს:

“პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება შჩერებულია, რის გამოც მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ კერძო ტრანსპორტით უწევთ. თბილისის მერია ტრანსპორტის ნაკადებს ყოველდღიურად აკვირდება და გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება შეჩერდა, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%ით გაიზარდა.

მოგეხსნებეათ, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გამო ვერ მოხერხდა მნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა. ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადსხვა მიზნებისთვის გადადგილება ესაჭიროება, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკმებრის ჩათვლით, კერძო ავტომობილების გადაადგილება დავუშვათ დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. ბასლეინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს”, – ამბობს მერის მოადგილე.

საზოგადოებრივი ტრნასპორტის გადაადგილება თბილისში 28 ნოემბრიდან აიკრძალა. მთავრობის გეგმის მიხედვით, ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღდგენილიყო 24 დეკმებრიდან 2 იანვრის შუალედში, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი