ახალი ამბები

ჩვენ ვიყიდებით უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე და არ გვთავაზობენ, იაფად უნდათ გამოვიდნენ — ხვიჩია

24 დეკემბერი, 2020 •
ჩვენ ვიყიდებით უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე და არ გვთავაზობენ, იაფად უნდათ გამოვიდნენ — ხვიჩია

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ის და მისი თანაპარტიელები პროპორციულ არჩევნებზე “იყიდებიან”, თუმცა მმართველი გუნდი ამას არ სთავაზობს.

ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, სადაც მმართველი გუნდიდან პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ოპოზიციის წევრებისთვის შეთავაზებებზე იყო საუბარი.

როგორც ხვიჩია ამბობს, “ქართულ ოცნებას” მათთვის არაფერი არ შეუთავაზებია. მისი თქმით, “გირჩი” პროპორციულ არჩევნებს ბუნებრივი ბარიერით ითხოვს.

“ჩვენ საჯაროდ ვიძახით, რაზეც ვიყიდებით. ჩვენ ვიყიდებით პროპორციულ არჩევნებზე და არ გვთავაზობენ, ჯერ უფრო იაფად უნდათ გამოვიდნენ”, — განაცხადა ხვიჩიამ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მას მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გარიგების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლა შესთავაზა.

მასალების გადაბეჭდვის წესი