ტრამპმა ბაღდადის 2007 წლის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე პირები შეიწყალა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის პოსტს მალე გადააბარებს ჯო ბაიდენს, ბაღდათში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე 4 პირი შეიწყალა. ინციდენტი 2007 წელს მოხდა. გამოძიების მიხედვით, კერძო სამხედრო კომპანია Blackwater-ის წარმომადგენლებმა უმისამართოდ გაუხსნეს ცეცხლი სამოქალაქო პირებს, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 17 პირი დაიჭრა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, Blackwater-ის თანამშრომლებმა სნაიპერული შაშხანებიდან, ტყვიამფრქვევებიდან და ჭურვმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს … ვრცლად ტრამპმა ბაღდადის 2007 წლის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე პირები შეიწყალა