ახალი ამბები

პარლამენტში როიალი თუ იქნება, როიალზე შემსრულებელიც გვყავს — ვოლსკი

21 დეკემბერი, 2020 • 862
პარლამენტში როიალი თუ იქნება, როიალზე შემსრულებელიც გვყავს — ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ თუ პარლამენტში როიალი იქნება, უკეთესი იქნება. მისი თქმით, უმრავლესობაში როიალზე შემსრულებლებიც ჰყავთ.

ასე გამოეხმაურა ვოლსკი თანაგუნდელის, პიანისტ ელისო ბოლქვაძის განაცხადებას, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ პარლამენტში როიალს შეიძენენ, რადგან პარლამენტის კედლებში მოცარტისა და ბეთჰოვენის გაჟღერებას მეტი სულიერება და ჰარმონია ექნება.

“ისე, პარლამენტში თუ იქნება როიალი, თუ იქნება საშუალება, რომ კულტურის მუშაკები, ბავშვები, ახალგაზრდები ხშირად მოდიოდნენ, რასაკვირველია, უკეთესი იქნება. როიალზე შემსრულებელიც გვყავს და საკმაოდ ნიჭიერი ხალხიცაა პარლამენტში, მათ შორის უმცირესობაშიც. თუ სხვა რამეში გამოიჩენენ ნიჭს და არა დესტრუქციაში, გაცილებით უკეთესი იქნება”, — განაცხადა ვოლსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი