ახალი ამბები

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე იქნებიან

20 დეკემბერი, 2020 • 1530
ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე იქნებიან

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია გახდნენ. როგორც ნეტგაზეთს ენმ-ს პრესსამსახურში უთხრეს, ამ ორ კანდიდატს შორის პარტიის მხარდამჭერები ელქტრონული ფომით უახლოეს მომავალში თავმჯდომარეს აირჩევენ.

“პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით კანდიდატები დაასახელა. მათ შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა ნიკა მელიამ და ლევან ვარშალომიძემ მიიღეს. შესაბამისად, ამ ორ ადამიანს შორის იქნება არჩევანი გასაკეთებელი. არჩევნები იქნება ელექტრონული ფომით, რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს ექნება,”-აცხადებენ პრესსასამხურში.

პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ ენმ-ს ტოვებს.

პარტიის დატოვების მიზეზებს შორის იგი ასახელებს პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.

როგორც ის წერს,  “უაღრესად უძნელდება” აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს:

მასალების გადაბეჭდვის წესი