თურქეთის სამხრეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს რვა კოვიდპაციენტი ემსხვერპლა. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.
სააგენტო “ანადოლუს” თანახმად, შემთხვევა ქალაქ გაზიანთეფში , კერძო საავადმყოფოში მოხდა: ცეცხლი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჟანგბადის ცილინდრი აფეთქდა.
კლინიკის განცხადებით, დაღუპულთა ასაკი 56-დან 85 წლამდე მერყეობს. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.
ფოტო: AA