ახალი ამბები

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

18 დეკემბერი, 2020 • 1369
კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური მედიასაშუალება „საპატრიარქოს უწყებანის“ ინფორმაციით, 17 დეკემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე.

„მამა ზურაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა“, – ნათქვამია „საპატრიარქოს უწყებანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორონავირუსს რამდენიმე კვირის წინ ემსხვერპლნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი, მღვდელი დავით მაჩიტაძე და დეკანოზი ანდრია ქვლივიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი