ახალი ამბები

“მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, ენმ აიღებდა მინიმუმ 50%-ს” – სააკაშვილი

16 დეკემბერი, 2020 • 1480
“მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, ენმ აიღებდა მინიმუმ 50%-ს” – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის ენმ-დან წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვაშაძეს, რომელიც სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ბრწყინვალე დიპლომატია, მადლობა ეკუთვნის, რადგან ის პარტიაში რთულ დროს მივიდა, როდესაც ენმ-ის წევრობა არანაირი პრივილეგიებს არ ნიშნავდა.

სააკაშვილის თქმით, ვაშაძეს მისთვისაც უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა და ეს საჯაროდაც განუცხადებია.

“გრიგოლ ვაშაძეს საჯაროდაც უთქვამს, რომ დაიღალა პოლიტიკისგან, რომ ალბათ არ დარჩება პოლიტიკაში. გრიგოლ ვაშაძე არის და იყო ბრწყინვალე ქართველი დიპლომატი, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, ასეთი ჩვენ იშვიათად გვყოლია საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ახლა ენმ გადადის იმ ეტაპზე, როცა ბევრად სხვა ტიპის ბრძოლაა საჭირო.

“საჭიროა ბრძოლა, რომელიც იქნება ბევრად უფრო შემტევი, შორს წამსვლელი, თავგანწირული, ასეთი დრო მოითხოვოს ახალ გამოწვევებს, ახალ ხალხს და ენმ-ც უნდა გარდაიქმნას, ისევე როგორც მთელი ოპოზიცია.

ძალიან ვამაყობ ნაციონალური მოძრაობით, მან არამოხლოდ მოიპოვა ამორჩევლის ნდობა, ენმ-მ იმ პირობებში, როცა ამხელა ზეწოლა იყო და რესპრესია განხორციელდა ჩვენი პარტიის მისამართით, ყველა ობიექტური ეგზიტპოლით 35%-ზე მეტი აიღო, ენმ-მ აიღო ოპოზიციური ხმების პრაქტიკულად ძირითადი ნაწილი. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, ენმ აიღებდა მინიმუმ 50%-ს, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და იმიტომ არ მიშვებეენ ქვეყნეაში. ენმ კარგ ფორმაშია. ჩვენ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულები ვართ. ვამაყობ ოპოზიციური ერთობით. ყველა ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ შეიტანა განცხადება, რომ ისინი უარს ამბობენ მანდატებზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა განცხადება.

პარტიის დატოვების მიზეზებს შორის ის ასახელებს პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.

როგორც ის წერს,  “უაღრესად უძნელდება” აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი