ახალი ამბები

თუ გადაწყვეტენ ამ მიწის ყიდვას, გავყიდით – კალაძე აფრიკის დასახლებაში ნგრევაზე

15 დეკემბერი, 2020 • 1470
თუ გადაწყვეტენ ამ მიწის ყიდვას, გავყიდით – კალაძე აფრიკის დასახლებაში ნგრევაზე

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ გაიყიდოს ის მიწა, სადაც დღეს მერიამ მშენებარე სახლები დაანგრია.

15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობდა და ეს „დატაცებული მიწებია“.

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიმე დეველოპერს ხომ არ ეჩქარება იმ ადგილას მშენებლობის დაწყება და ვიხილავთ თუ არა იქ მშენებლობას, განაცხადა:

„ეს არის სახელმწიფო ტერიტორიები. თუ ვინმე კონკრეტული პიროვნება, — ეს შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან დეველოპელური კომპანია, სამშენებლო კომპანია, შეიძლება გაოიყენონ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობისთვის, — თუ გადაწყვეტენ ამ მიწის ყიდვას, სახელმწიფო ამ მიწას გაყიდის“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, არსებობს თუ არა უკვე ვინმე ასეთი კანდიდატი, განაცხადა: „მე არა მაქვს კონკრეტულად ეგეთი წინადადება. მუნიციპალიტეტში არ შემოსულა, ყოველ შემთხვევაში“.

ვრცლად ამ თემაზე:

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ერთ პირს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი