ახალი ამბები

მერია „უკანონო ნაგებობების დემონტაჟისთვის“ ₾189 000-ის გადახდას გეგმავს

15 დეკემბერი, 2020 • 1104
მერია „უკანონო ნაგებობების დემონტაჟისთვის“ ₾189 000-ის გადახდას გეგმავს

თბილისის მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი თბილისის ტერიტორიაზე „უკანონო ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოებისათვის“, რაშიც სავარაუდოდ, 189 911 ლარს გადაიხდის.

ტენდერისთვის წინადადებების მიღება, სატენდერო დოკუმენტაციის (NAT200018383) თანახმად,  23 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ინფორმაცია თავდაპირველად ინტერნეტგამოცემა „პუბლიკამ“ გაავრცელა. „ნეტგაზეთმა“ ეს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე გადაამოწმა.

შესყიდვის ობიექტია „თბილისის ტერიტორიაზე უკანონო ნაგებობების დემონტჟის სამუშაოები“. კერძოდ, ეს სამუშაოებია:

წყარო: შესყიდვების სააგენტო

მიმწოდებელმა, — ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, — „უნდა უზრუნველყოს დემონტაჟის სამუშაოების ოპერატიულად შესრულება ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში“.


15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, არ დაენგრიათ მათი სახლები, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

ვრცლად:

სტუმრად საკუთარ ქვეყანაში

მასალების გადაბეჭდვის წესი