ახალი ამბები

“პოზიციების ბოლომდე დაახლოება ვერ მოხერხდა” – დეკანოიძე ვაშაძეზე

15 დეკემბერი, 2020 • 810
“პოზიციების ბოლომდე დაახლოება ვერ მოხერხდა” – დეკანოიძე ვაშაძეზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება. როგორც დეკანოიძე ამბობს, პარტიასა და თავჯდომარეს შორის პოზიციებს დაახლოება ბოლომდე ვერ მოხერხდა.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა. ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავჯდომარეს შორის. თუმცა ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ – დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში. სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ…”,— წერს დეკანოიძე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა განცხადება.

ის პარტიის დატოვების მიზეზებს შორის ასახელებს პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.

როგორც ის წერს, “უაღრესად უძნელდება” აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი