ახალი ამბები

ხაზარაძე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე იმყოფებოდა

14 დეკემბერი, 2020 • 1417
ხაზარაძე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე იმყოფებოდა

დღეს, 14 დეკემბერს, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრაზე “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც ესწრებოდა.

ელჩის რეზიდენციიდან გამოსულ ხაზარაძეს შეხვედრის დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

“ვერაფერს ვერ გეტყვით, მეხუთე რაუნდზე არ არის ლაპარაკი ჯერჯერობით”, — განაცხადა ხაზარაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, დაგეგმილია თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთანაც შეხვედრები.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, არ აპირებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე კვირაა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების 4 რაუნდი და სავარაუდოდ, მეხუთე რაუნდიც გაიმართება.

გარდა ამისა, რაუნდების წინ ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრებსაც მართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი