ახალი ამბები

თბილისში მოქალაქეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, დაკავებულია 1 პირი — შსს

13 დეკემბერი, 2020 • 586
თბილისში მოქალაქეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, დაკავებულია 1 პირი — შსს

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, მოქალაქეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  მათივე ინფორმაციით დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი