საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
13 დეკემბერს, 01:29 საათზე, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 5 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში დაფიქსირდა. რუსული მედიის თანახმად, ბიძგები იგრძნობოდა დაღესტანში, ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთშიც.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed