ახალი ამბები

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

13 დეკემბერი, 2020 •
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

13 დეკემბერს, 01:29 საათზე, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 5 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში დაფიქსირდა.

რუსული მედიის თანახმად, ბიძგები იგრძნობოდა დაღესტანში, ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი