ახალი ამბები

“შევიდოდა კაცი პარლამენტში, ქოცების ერთი-ორი ნაშის “ხათრით” – ოქრუაშვილის სექსისტური პოსტი

11 დეკემბერი, 2020 • 2598
“შევიდოდა კაცი პარლამენტში, ქოცების ერთი-ორი ნაშის “ხათრით”  – ოქრუაშვილის სექსისტური პოსტი

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას სოციალურ ქსელში სექსისტური პოსტით ეხმაურება.

“შევიდოდა კაცი პარლამენტში, ქოცების ერთი-ორი ნაშის “ხათრით” და სამი-ოთხი ჩოილარის მისაჩუხანებლად. ჩემგან მოსულა ესეთი პოსტი…” ,- დაწერა მან ფეისბუქზე.

ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სწორედ მათ აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი გიორგი ვოლსკი იქნება.

სხდომის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბა. მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ენდობიან არჩევნების ოფიციალურ შედეგს და არ აპირებენ მიღებული მანდატებით სარგებლობას. არჩევნების ოფიციალური შედეგებით ოქრუაშვილის პარტიამ ერთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა.

დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებსა” და “რესპუბლიკურ პარტიას”. ისინი ამბობენ, რომ “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დასრულებას დაელოდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი